ლუის ენრიკეს ხუმრობა "კვარას" შესახებ: რა თქვა პსჟ-ს მწვრთნელმა "ნანტთან" მატჩის შემდეგ
საფრანგეთის ჩემპიონატის "ლიგა 1"-ის მორიგი ტური გაიმართა, სადაც პსჟ "ნანტს" დაუპირისპირდა.
მატჩი შესანიშნავად ჩაატარა პარიზელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ - მან დუბლი მიითვალა. ჯერ მე-13 წუთზე ზუსტად გამოიყენა 11-მეტრიანი, ხოლო შემდეგ, 50-ე წუთზე, რამდენიმე ფეხბურთელს შორის გაძვრა და შთამბეჭდავი სოლო გოლი გაიტანა.პსჟ-დან თავი გამოიჩინა დეზირე დუემაც. საბოლოოდ პარიზელებმა "ნანტი" 3-0 დაამარცხეს.
მატჩის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ხვიჩას შესახებ იხუმრა და თქვა, რომ "კვარას ეგონა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა".