loader

"უახლოეს მომავალში შესაძლოა, კიდევ უფრო გაძვირებული პროდუქცია ვიხილოთ“ - რას ამბობს დისტრიბუტორები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უახლოეს მომავალში შესაძლოა, კიდევ უფრო გაძვირებული პროდუქცია ვიხილოთ“ - რას ამბობს დისტრიბუტორები

„სურსათზე ფასის ცვლილება ეტაპობრივად უკვე ასახულია, მაგრამ უახლოეს მომავალში შესაძლოა, კიდევ უფრო გაძვირებული პროდუქცია ვიხილოთ“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ საწვავის ფასის მატების ეფექტზე საუბრისას განაცხადა.

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გამო შეფერხებული გადაზიდვების ფონზე, გლობალურად ნედლი ნავთობის ღირებულება იზრდება. ამის პარალელურად ადგილობრივ ბაზარზე თვეზე მეტია საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს, რაც დისტრიბუტორებისთვის ხარჯებს ზრდის.

„არ გვაქვს მოლოდინი, რომ საწვავის ფასი სტაბილურ ნიშნულს დაიჭერს”

როგორც ლაშა რიჟამაძე აღნიშნავს, მიმდინარე პროცესების ეფექტი სურსათის ფასებზე ეტაპობრივად უკვე აისახა, თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ ფასების მატება უახლოეს პერიოდშიც გაგრძელდება, ვინაიდან, არ არსებობს მოლოდინი, რომ საწვავის ფასი მიმდინარე პერიოდში სტაბილურ ნიშნულზე შენარჩუნდება... განაგრძეთ კითხვა...