loader

"დანა უტრიალა ქალს, ასეთ არაადეკვატურ ადამიანს როგორ ამუშავებთ" - ვრცელდება კადრები "საშაურმედან", სადაც კონფლიქტი მიუსაფარი ძაღლის გამო დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დანა უტრიალა ქალს, ასეთ არაადეკვატურ ადამიანს როგორ ამუშავებთ" - ვრცელდება კადრები "საშაურმედან", სადაც კონფლიქტი მიუსაფარი ძაღლის გამო დაიწყო

"ადამიანი შევიდა გამობრძანდი გარეთო და თურმე ეს როგორ გაუბედა - ასე დაიწყო დაპირისპირება, რომ გაგვეგო რა პრეტენზია ქონდა ამ გასაცოდავებულ ძაღლთან," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოქალაქე წერს და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც კონფლიქტის ფრაგმენტია ასახულუი.

მოქალაქის თქმით, ერთ-ერთი საშაურმის თანამშრომელი დაიმუქრა, რომ მიუსაფარ ძაღლს მიმდებარე ტერიტორიაზე არ გააჩერებდნენ.

"დანა უტრიალა ქალს, ასეთ არაადეკვატურ ადამიანს როგორ ამუშავებთ. ამის ქცევას უყურეთ, როგორ აღარ იქნება ძაღლი მე განახებ.

საპატრულომ რეაგირება გააკეთა, გამოიძახა კრიმინალურიც, კრიმინალურიც დაელაპარაკა ამ არადეკვატურს და ძალიან დაინტერესებული ვარ კამერების ამოღებით. თუ არ წაშლიან რა თქმა უნდა ჩანაწერებს, რომ ძაღლი ნაცემია. თუ დაკბენა მოხდა კამერების ამოღებას თვითონვე შემოგვთავაზებდნენ, მაგრამ არა. ამ პიროვნებასთან მშვიდად ლაპარაკიც ვცადე, მაგრამ ასეთი არადეკვატური იყო მაინც კონკრეტულად მაგ საცოდავ ძაღლს არის გადაკიდებული და ასეთი პასუხი გამცა - ხვალ ამ ძაღლს აქ ვეღარ ნახავთო.

პოლიციამ გაფრთხილა და გამოძიება დაიწყება, რომ მაგ ძაღლს არ შეხება ზედმეტად, და ცოტა ტვინი თუ აქვს თავში მაგ ძაღლს ვერაფერს დაუშავებს, რადგან რეაგირება გავაკეთეთ და ერთი წამით არ დავინდობთ. ადამიანი შევიდა გამობრძანდი გარეთო და თურმე ეს როგორ გაუბედა - ასე დაიწყო დაპირისპირება, რომ გაგვეგო რა პრეტენზია ქონდა ამ გასაცოდავებულ ძაღლთან.