loader

"როდესაც საქმე ეხება გაუპატიურებას, ამაზე დუმილი ვერ იქნება!"- ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როდესაც საქმე ეხება გაუპატიურებას, ამაზე დუმილი ვერ იქნება!"- ნანუკა ჟორჟოლიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ნანუკა ჟორჟოლიანი მოძრაობა "ნაბიჯის" წევრის, ლუკა ჭოხონელიძის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ცნობისთვის, ლუკა ჭოხონელიძე ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად "იუთუბ არხზე" ახალ პროექტზე "უმრავლესობა" მუშაობს.

21 აპრილს პროტესტის მონაწილემ ალბი კორძაიამ მოძრაობა "ნაბიჯის" წევრი ლუკა ჭოხონელიძე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მან "ფეისბუქზე" დაწერა, რომ აქვს ინფორმაცია იმ გოგოს შესახებ, რომელიც მისი თქმით, ლუკა ჭოხონელიძემ გააუპატიურა. მოგვიანებით ალბი კორძაიამ ეს პოსტი წაშალა.

"ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა, გოგოს არ უნდა გამოჩენა, არ უნდა ამაზე საუბარი, მისი მესმის. მე ამ ისტორიის 100%-ით მჯერა, რადგან, ახლა იქნება ძალიან რთული წასაკითხი.

2023 წელს ჩემმა მეგობრებმა წამიყვანეს "ნაბიჯის" ოფისში, მაკამ და თორნიკემ. იქ ბავშვები სვამდნენ, მეც დავლიე ერთი-ორი ჭიქა, მაგ პერიოდში ჩემს ბინაში რემონტი მქონდა და ძალიან გადაღლილი ვიყავი, წავედი სხვა ოთახში და პუფში ჩავწექი. გამეღვიძა შეგრძნებისგან, რომ ვიღაც ხელებს მითათუნებდა სხეულზე, თავი რომ მოვატრიალე, დავინახე, რომ ეს იყო ლუკა. მოკლედ, ლუკამ თავი მოიკატუნა, ვითომ ეძინა, რომ აერიდებინა ჩემთან გარჩევები, ალბათ.

გავედი ისევ იმ ოთახში, სადაც სვამდნენ. გავაღვიძე ჩემი მეგობარი თორნიკე და ეგრევე წამოვედით.იმის მერე მეზიზღება ეგ ბიჭი და პირად შურისძიებაში გადავიდა ყველაფერი, რაც მას უკავშირდება.

ამ პოსტს მოჰყვება ვნებათაღელვა, წინასწარ გეუბნებით, რომ პოსტის წაშლას არ ვაპირებ, წერეთ, რაც გინდათ.

ასევე, მინდა მივმართო ადამიანებს, ვინც აფინანსებს ამ ლუკას და თავის მეგობრების სამომავლო პოლიტიკურ კარიერას. უკაცრავად, ში* ხომ არ გაქვთ?!" - დაწერა აქტივისტმა.

შსს-მ 22 აპრილს ალბი კორძაიას მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.

თავად ლუკა ჭოხონელიძე ბრალდებებს უარყოფს.

"პირველ რიგში, არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს

ახლახანს ვესაუბრე "რუსთავი 2"-ს, როგორი საოცარი დამთხვევაა, ამ მიმართულებით მეტ კომენტარს არ გავაკეთებ

ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია და მინდა მკაფიოდ არის ის, რომ სიმართლის დადგენა (უფრო გასაჯაროვება) პირველ რიგში ჩემს ინტერესშია.

სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე ვარ თანახმა - სასამართლოზე, პროკურატურაზე და ასე შემდეგ.

ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ზ ე.

ამ თემაზე ჭორის დონეზე საუბარი, პირველ რიგში, მათ აზიანებს, ვინც მართლა წაწყდომია და აწყდება ამ ამორალურ საქციელს.

სხვა მხვრივ კი, რაც მეტად მანაღვლებს ეს ჩემთვის ძვირფასი ადამიანების აზრია"- წერს ლუკა ჭოხონელიძე.