"არ დავმალავ..." - რას ამბობს მსახიობი ქეთი სვანიძე, რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა?
"არ დავმალავ, მე ქუჩაში გამოსვლის შემეშინდა... 2 წელი ვიმუშავეთ ამ სპექტაკლზე, რა ვერსიაც ახლა დაიდო, ბოლო ერთი თვის ნამუშევარია, რაღაც სცენები წინა დღეს დაიდგა"- მსახიობმა ქეთი სვანიძემ, რომელიც რობერტ სტურუას ახალ სპექტაკლში "ვეფხისტყაოსანი" მონაწილეობს და რომელიც კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, ამ თემაზე თემურ ებიტაშვილის პოდკასტში ვრცლად ისაუბრა.