"ოპოზიციური ალიანსი" და მიხეილ სააკაშვილი კვლავ ერთმანეთს უპირისპირდებიან
"ოპოზიციური ალიანსი" და მიხეილ სააკაშვილი კვლავ ერთმანეთს უპირისპირდებიან.
აზრთა სხვადასხვაობამ გააჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა ექსპრეზიდენტის განცხადებამ "ნაციონალურ მოძრაობას" ალიანსის დატოვებისკენ უბიძგოს.
პარტიაში აცხადებენ, რომ "ოპოზიციური ალიანსის" წევრობაზე გადაწყვეტილება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჩართულობით, არამედ მისი ინიციატივით მიიღეს.
მათი თქმით, ვერასდროს იქნებიან ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს.
ექსპრეზიდენტი "ოპოზიციურ ალიანსს" სამოქმედო გეგმასა და სტრატეგიას უწუნებს. მიუხედავად პარტიის პოზიციისა, რომ მათი ლიდერის სტატუსი არა კონფრონტაციული, არამედ სარეკომენდაციო ხასიათის იყო - "ოპოზიციურმა ალიანსმა" სააკაშვილის კრიტიკა პერსონალურ თავდასხმად შეაფასა.