loader

სამტრედიაში ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - "ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამტრედიაში ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - "ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა"

სამტრედიაში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია "მთავარი ამბები" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, არიან მძიმედ დაშავებულები.

ერთ-ერთი დაშავებული ავტომობილშია მოყოლილი და მისი გამოყვანის მიზნით მანქანის გაჭრა მიმდინარეობს.

სხვა დაშავებულები ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. მომხდარის დეტალები ზუსტდება.