"ეს არის რაღაც შიზოფრენიასთან მიახლოებული სიგიჟე, ეს შეგრძნება... ყოვლად მოულოდნელი!" - რას ამბობს თეონა თავართქილაძე შვილიშვილებზე?
"ეს არის რაღაც შიზოფრენიასთან მიახლოებული სიგიჟე, ეს შეგრძნება... ყოვლად მოულოდნელი! აი, ხომ გაგიგია, სხვებს უყურებ, მაგრამ დაუჯერებელი რაღაც გრძნობაა. იმიტომ კი არა, რომ ხვდები, შენი შვილის შვილია და იმიტომ გიყვარს... არავითარ შემთხვევაში! პერსონალურად ის გიყვარს რაღაც დაუჯერებელი სიყვარულით" - თეონა თავართქილაძემ შვილიშვილების შესახებ ქეთო ანთიძის პოდკასტში ისაუბრა.