"გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას ორსულობის პირველი თვიდან მეცხრე თვემდე - მთლიანობაში მოვიმატე 10კგ" - როგორი იყო ორსულობის პერიოდი და რა დაეხმარა სალომე ჭაჭუას ფიგურის შენარჩუნებაში: მოცეკვავე გამომწერებს ვიდეოს უზიარებს
მოცეკვავე სალომე ჭაჭუა დედა გახდა. სასიამოვნო სიახლის შესახებ მოცეკვავემ გამომწერებს სოციალური ქსელით აცნობა და ახალშობილის პირველი ფოტოც გამოაქვეყნა.
„ჩემი სანდრო. მადლობა უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის“, - წერს სალომე სოციალურ ქსელში.
მოცეკვავემ მოგვიანებით გამომწერებს გაუზიარა ინფორმაცია, როგორ ინარჩუნებდა 9 თვის განმავლობაში ფიგურას.
"გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას ორსულობის პირველი თვიდან მეცხრე თვემდე. 1 თვე პოსტპარტუში. მთლიანობაში მოვიმატე 10 კგ, მშობიარობიდან პირველ თვეში დავიკელი 7 კგ, ბალანსისა და თანმიმდევრულობის გზით.
რა დამეხმარა: სწორი კვება, მსუბუქი ვარჯიში, მოთმინება, საკუთარი თავის სიყვარული, მიუხედავად გენეტიკისა, სტრიების გარეშე გავიარე ეს გზა. ქალის სიძლიერე უსაზღვროა — ქმნის სიცოცხლეს, აღდგება და კიდევ უფრო ძლიერად აგრძელებს გზას.
ყველა დედას ვუსურვებ ჯანმრთელ და ლამაზ გზას" - წერს სალომე ჭაჭუა.