"ეს არის უსინდისობა და ამორალობა, ახლა მოგახსენებთ, რატომ გეკუთვნით ყველა ეს ეპითეტი, რომლითაც მოგმართეთ!" - ვის მიმართა მიხელ სარჯველაძემ, პარლამენტში ამ სიტყვებით?
ამას პოლიტიკური პოპულიზმი და დემაგოგია კი აღარ ჰქვია, სიტყვა „უსინდისობასაც“, სიტყვა „პოლიტიკურის“ დაყოლებაც აღარ უნდა. ეს არის უბრალო, ადამიანური უსინდისობა. იმავდროულად, უტიფრობა და ჩემდა გასაკვირად, დიდი დილეტანტიზმიც, - ასე უპასუხა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატს ქეთევან ბაკარაძეს, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.
სარჯველაძემ ბაკარაძის გამოსვლას საინტერპელაციო თემების წარდგენისას „ყალბი პათეტიკა“ უწოდა.