loader

"რა მძიმე და ემოციური სანახავია... სულს რომ შეძრავს, ისეთი ვიდეოა" - ქართველი ემიგრანტი მამის ჩართვა შვილის კონცერტზე, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა მძიმე და ემოციური სანახავია... სულს რომ შეძრავს, ისეთი ვიდეოა" - ქართველი ემიგრანტი მამის ჩართვა შვილის კონცერტზე, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"ნიკოს მამა, მშობლების კონცერტზე, ამერიკიდან ჩაგვერთო. მადლობა დაუვიწყარი ემოციებისთვის" - "ჭოხონელიძეების სტუდია" სოციალურ ქსელში გოჩა აბულაძის ემოციურ ვიდეოკადრებს აქვეყნებს.

ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა:

"დღეს აღარ შემოვალ "ტიკ-ტოკში", დილიდან ვტირი...

ზუსტად ვიცი, ამ ორის გულში რაც ხდება...

უცრომლოდ ვერ უყურე ამ ემოციებს...

ვაიმე, ღმერთო რა სასწაული ვიდეოა...

ასეთი ნიჭის პატრონს სხვა ქვეყანაში ყოფნა არ უნდა უწევდეს შვილისგან შორს. ყველაზე თბილი ვიდეოა რაც მინახავს...

არცერთი ბავშვი არ იმსახურებს მშობლების გარეშე გაზრდას. ღმერთო, ერთად ამყოფე ოჯახის წევრები...

რა მძიმე და ემოციური სანახავია...

ღმერთო, დაგელოცოთ მამაშვილობა. რა დღეშია მამის გული ამ დროს, გეამაყოთ თქვენი ვაჟკაცით...

რა მწარეა ქართველების ცხოვრება...

სულს რომ შეძრავს, ისეთი ვიდეოა... რამხელა ტკივილს განოცდის მამიკოს გული... მამიკო მალე ჩაეხუტეთ თქვენს უფლისწულს...

რა ჯოჯოხეთს გავდივართ ემიგრანტები, მომავლის იმედით..." - წერენ სოციალურ ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებშუ.