მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროსადგურ „ისანში“ კაცი ლიანდაგებში ჩავარდა.
როგორც Palitravideo-ს თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მის ამოსაყვანად ძაბვა დროებით გამორთეს.
მათივე ცნობით, მომხდარის გამო, მოძრაობა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო. ამ დროისთვის მეტროს მუშაობა აღდგენილია.