გავრცელებული ინფორმაციით, საჩხერეში ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში?
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ძაღლს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
სოციალური ქსელის მომხმარებელი ლანა შაშიაშვილი ინფორმაციას ავრცელებს:
"ამ საღამოს, დღეს მოხდა საჩხერეში, სოფელ გორისის სტადიონზე. ეხლა მომაწოდა ინფორმაცია ცოველთა მოყვარულმა. 112 დარეკილია და ტყვია ამოღებულია. და დაპირდნენ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე... ამ ცუგას ყოლია პატრონი, როგორც გაირკვა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კრიმინალური პოლიცია - სასწრაფოდ დაიწყეთ გამოძიება. უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე" - წერს ლანა შაშიაშვილი.