"რამდენი ლარი აქვთ ხელფასი იმ ოპერატორებს, რომლებიც ბენზინგასამართ სადგურებზე მუშაობენ?" - რა უპასუხა "რომპეტროლის" წარმომადგენელმა შეკითხვას?
"მენეჯმენტის ანაზღაურებას ასე ვერ დაგისახელებთ, თუ საჭიროებაა, მოგმართავთ წერილობით“ - ასე უპასუხა კომპანია „რომპეტროლი საქართველოს“ ფინანსური განყოფილების უფროსმა, მედეა წერეთელმა ფასების შემსწავლელ საპარლამენტო კომისიაზე კომპანიაში საშუალო ხელფასის შესახებ დასმულ კითხვას.
„ხელფასები ბენზინგასამართი სადგურების შემთხვევაში საშუალოდ 1000 ლარია და კვარტალური ბონუსები აქვთ, ბონუსების ჩათვლით დაახლოებით 1300-1500 ლარი აქვთ, 24-საათიან ცვლაში. მენეჯმენტის ხელფასის თანხას ამ ეტაპზე ასე ვერ დაგისახელებთ, თუ საჭიროებაა, მოგმართავთ წერილობით“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, გასულ წელს ხელფასები 30%-ით გაზარდეს.