loader

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა

76 წლის ასაკ­ში მსა­ხი­ო­ბი ნუგ­ზარ ყუ­რაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას "ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი" ავ­რცე­ლებს.

"ჩვე­ნი თე­ატ­რის­თვის უმ­ძი­მე­სი დღეა…. ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი ღრმა მწუ­ხა­რე­ბით იუ­წყე­ბა, რომ გარ­და­იც­ვა­ლა თე­ატ­რი­სა და კი­ნოს გა­მო­ჩე­ნი­ლი მსა­ხი­ო­ბი, ჩვე­ნი თე­ატ­რის ლე­გენ­და— ნუგ­ზარ ყუ­რაშ­ვი­ლი.

ბა­ტო­ნი ნუგ­ზა­რის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გზა ქარ­თუ­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­ტი­ა­ნეა, რო­გორც ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რში - ასე­ვე: სო­ხუ­მის კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში, ნო­დარ დუმ­ბა­ძის სა­ხე­ლო­ბის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რში, სო­ხუ­მის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა სა­ხელ­მწი­ფო თე­ატრ „თეთრ ტალ­ღა­ში“

მისი მრა­ვალ­მხრი­ვი ნიჭი თა­ნა­ბა­რი სიძ­ლი­ე­რით ვლინ­დე­ბო­და რო­გორც სცე­ნა­ზე, ისე კი­ნო­ეკ­რან­ზე. ბა­ტონ­მა ნუგ­ზარ­მა შექ­მნა არა­ერ­თი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი კი­ნო­პერ­სო­ნა­ჟი, რომ­ლებ­მაც მას მა­ყუ­რებ­ლის სა­ყო­ველ­თაო სიყ­ვა­რუ­ლი და აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა.ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რის და­არ­სე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ის იყო ჩვე­ნი და­სის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი, ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის მა­გა­ლი­თი. მისი წას­ვლა დიდი და­ნაკ­ლი­სია მთე­ლი ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის­თვის.

სან­დრო ახ­მე­ტე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის კო­ლექ­ტი­ვი სამ­ძი­მარს უცხა­დებს ოჯახს, ახ­ლობ­ლებ­სა და ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელს" - ნათ­ქვა­მია სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში.

ნუგ­ზარ ყუ­რაშ­ვი­ლი 1949 წელს სო­ხუმ­ში და­ი­ბა­და, 1972 წელს და­ამ­თავ­რა შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი.

1972-1980წწ. მოღ­ვა­წე­ობ­და სო­ხუ­მის კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რში. 1980 წლი­დან ახ­მე­ტე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. 1985-1987წწ. გა­მო­დი­ო­და "მე­ტე­ხის თე­ატ­რის" სცე­ნა­ზე. მუ­შა­ობს კი­ნო­ში, მთა­ვა­რი და ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბი შე­ას­რუ­ლა ფილ­მებ­ში: "ძმა" (თ. ბაბ­ლუ­ა­ნი, 1981), "სე­რა­ფი­ტა" (. ხო­ნე­ლი­ძე, 1981, მი­რი­ა­ნი), "წიგ­ნი ფი­ცი­სა" (გ. ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, 1983, და­ვით ვე­ზი­რი), "ზღვის მაშ­ვრალ­ნი" (ე. სე­შა­ნი, გ. გა­ბეს­კი­რია, 1986, რან­ტე­ნი), "ფეს­ვე­ბი" (ყ. მგე­ლა­ძე, 1987, ანრი), "ვა­მე­ხი მო­დის" (ო. ლი­თა­ნიშ­ვი­ლი, ო. შა­მა­თა­ვა, 1987, ზორ­ბე­გი), "გა­მო­ცხა­დე­ბა" (გ. მა­ტა­რა­ძე, 1988, შავ­დია), "ცხოვ­რე­ბა დონ კი­ხო­ტი­სა და სან­ჩო­სი" (რ. ჩხე­ი­ძე, 1989, ლო­მე­ბის მომ­თვი­ნი­ე­რე­ბე­ლი), "ჩაკ­ლუ­ლი სული" (ყ. მგე­ლა­ძე, 1994, სუ­კის თავ­მჯდო­მა­რე), "ატ­რაქ­ცი­ო­ნი" (ო. შა­მა­თა­ვა, 1995, გუ­რა­მი), "ჟამი" (ზ. ილუ­რი­ძე, 1996, ხე­ცი­ნა) და სხვ. მო­ნა­წი­ლე­ობს ტე­ლე­სე­რი­ა­ლებ­ში.