"ახალგაზრდა მოსამართლემ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება..." - ეკა კუპატაძე მიმართვას ავრცელებს
მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
"არ შემიძლია, ორი სიტყვა არ ვთქვა 30 აპრილის და 1-ელი მაისის სასამართლო პროცესების ირგვლივ.
30-ში პოცესიდან რომ გამოვედი, სხეული მტკიოდა, ფეხების გადადგმა გამიჭირდა, ისე სხეულ მოჭიმული და მაღალი ხმით "ვსაუბრობდი" სასამართლო პროცესზე.
ვცდილობდი მოთოკვას, მაგრამ ვერ შეაკავა ესოდენ სერიოზულმა აუდიტორიამაც კი, ჩემი განცდები.....
სახლში გიგას მოსწავლე, ნია წაქაძე, თავისი დედიკოთი და მერე ჟურნალისტებიც გვესტუმრნენ; ცოტა აზრზე მომიყვანეს, მაგრამ დღის ბოლოს ფიზიკურად მაინც მოვწყდი.
ვშიშობდი, ფეხზე დგომა რომ ვერ შევძლო ხვალ, დამჯდარი კარგად ვერ ვისაუბრებთქო.
შუაღამეზე, როცა გიგასთან ავედით, მანქანიდან ნიკამ ხელით გადმომიყვანა; თავი ვერც იქ შევიკავე, ვგრძნობდი, უფრო ვსუსტდებოდი.
ვიცოდი, ამის უფლება არ მქონდა და კიდევ ერთხელ შევფიცე ჩემს მართალ შვილიკოს, რომ ბრძოლას შევძლებდი ბოლომდე და, რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, სასაფლაოდან მანქანამდე ნიკას დაუხმარებლად მივედი.
ელ მაისსაც, რა თქმა უნდა, ვიყავი პრინციპული, შეუვალი, მყარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ცხოვრებისეული პარალელებით ვასაბუთებდი ყველაფერს.
დრო მქონდა მცირე, მაგრამ ვფიქრობ, მაინც დავასაბუთე ბრალდებულების მიმართ ჩემი პოზიციის, მაქსიმალური სასჯელის, სამართლიანობა.
ჩემი სწორება მუდამ არის ნია იმნაძეზე და ორ დღიანი გამოსვლისას ყოველ წამს ვამტკიცებდი იმნაძის სასამართლო პროცესზე იძულებით მოყვანის აუცილებლობას.
დაცვის მხარემაც (მათმა ადვოკატებმაც) მოითხოვეს იმნაძის მოყვანა, მაგრამ პროკურორი ქეთი სონიძის გამოსვლა იყო ს ა ო ც ა რ ი ი ი...
საქართველოში, ვიდრე არიან პროკურორი ლევან ვეფხვაძეები და ქეთი სონიძეები, სამართალს ვერ დასცინებენ პროკურორი მიხეილ კუპრაშვილები და ლუკა გამყრელიძეები.
და ბოლოს, ყველაზე მთავარი:
ახლგაზრდა მოსამართლემ (სასჯელის გამოცხადებამდე სახელს ვერ გავაჟღერებ) მიიღო უ პ რ ე ც ე დ ე ნ ტ ო გადაწყვეტილება:
საქართველოს ისტორიაში პ ი რ ვ ე ლ ა დ მიიყვანენ არასრულწლოვანს სასამართლო პროცესზე იძულების წესით.
პ.ს. მთელი აზრი მადლობა ფოტო(ები)სთვის" - წერს ეკა კუპატაძე.