loader

ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები, „მარიხუანა" და ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო” - შსს დაკავების კადრებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები, „მარიხუანა" და ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო” - შსს დაკავების კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.

"პოლიციამ ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები. სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია „მარიხუანა" და ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო”.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.