ქართველი სატვირთოს მძღოლებისთვის რუსეთში ყოფნის ვადა შეიცვალა - როდიდან აამოქმედდებს რუსეთის ფედერეაცია ახალ რეგულაციას?
2026 წლის 30 ივნისიდან დსთ-ს ქვეყნებიდან და საქართველოდან საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული მძღოლებისთვის რუსეთში ყოფნის მაქსიმალური ვადა გაორმაგდა და წელიწადში 90-დან 180 დღემდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამისი დადგენილება რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ ინტერნეტ-პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.
TCRC-ს ცნობით, დადგენილებაში აღნიშნულია, რომ რუსეთში ხანგრძლივი ყოფნის უფლების განსახორციელებლად უცხოელმა მძღოლებმა რუსეთის ფედერაციაში შესვლისას დამატებითი დოკუმენტები უნდა წარადგინონ, მათ შორის მართვის მოწმობის ასლი, ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა და გადაზიდვის თანმხლები საერთაშორისო სასაქონლო ზედნადები. განაგრძეთ კითხვა...