loader

"მეუბნებიან, მანქანაში ჩაგიდებთ 20 გრამ წამალსო" - 37 წლის კაცი კრიმინალურ პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს და ამბობს რომ სამართალდამცველები მას ინფორმატორად თანამშრომლობას აიძულებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეუბნებიან, მანქანაში ჩაგიდებთ 20 გრამ წამალსო" - 37 წლის კაცი კრიმინალურ პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს და ამბობს რომ სამართალდამცველები მას ინფორმატორად თანამშრომლობას აიძულებენ

თბილისში 37 წლის მამაკაცი, როშვან შახვერდოვი, კრიმინალურ პოლიციას ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც მან „პირველებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სამართალდამცველები მას ინფორმატორად თანამშრომლობას აიძულებენ.

მისი თქმით, უარის შემთხვევაში პოლიცია ნარკოტიკის ჩადებითა და დაკავებით ემუქრება. შახვერდოვი ამტკიცებს, რომ მას სთხოვენ ფარულად გადაიღოს და ინფორმაცია მოაგროვოს ფონიჭალაში მცხოვრებ პირებზე, რომლებიც, სავარაუდოდ, აკრძალულ ნივთიერებებთან არიან დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ პოლიციიდან განხორციელებულ ზარს "პირველებიც" შეესწრო, როდესაც შახვერდოვს ინტერვიუს ართმევდა. სახვედროვთან საუბროსას პოლიციელმა თავი გიორგი თანდიაშვილად წარმოადგინა და კაცს პოლიციაში მისვლას სთხოვდა.

როგორც შხვედროვი ამბობს, ყველაფერი ერთი თის წინ დაიწყო, რომდესაც მის ოჯახში სპეცოპერაცია ჩატარდა. პოლიცია იარაღს და ნარკოტიკულ ნივთიერებებს ეძებდა, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინა. 37 წლის კაცის თქმით, სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მასზე ტერორი და სამართალდამცველები მას ინფორმატორობას აიძულებდნენ.

შხვედროვი ასევე ამბობს, რომ პოლიცია მის სახლში მეორედ უკვე გუშინ შევიდა და სახლის პერიმეტრზე დამონტაჯებული სათვალთვალო კამერები წაიღო.

კაცი ამბობს, რომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამსრომლის, გიორგი თანდიაშვილის წინააღმდეგ საჩივრის შეტანაც გენერალურ ინსპექციაში გეგმავს.