loader

"ევროპულ სკოლაში" მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით, ვტირი, ვგლოვობ" - მარიამ კუკუნაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევროპულ სკოლაში" მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით, ვტირი, ვგლოვობ" - მარიამ კუკუნაშვილი

სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის NEW LIFE-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს და მისი შვილების მონაწილეობით "ევროპულ სკოლაში" მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალებს ჰყვება.

"ევროპულ სკოლაში" მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით. 11 ბიჭი შევიდა საპირფარეშოში. გააკეთეს დერეფანი და იქ ერთი ბავშვი გაატარეს, რომელსაც ყველა ურტყამდა. დარტყმების შედეგად ბავშვი ვერ ინარჩუნებდა წონასწორობას, კანკალებდა, სხეულზე აღენიშნებოდა სილურჯეები, თვალები დაუსივდა და ტიროდა, მაგრამ დარტყმები გრძელდებოდა.

11-მა ორგანიზატორმა აღნიშნა, რომ ეს არის თამაში და ამ დერეფანში თავადაც გაუვლიათ…ვტირი, ვგლოვობ და ვიზიარებ მშობლების მწუხარებას ამ ენითაღუწერელი სადომაზოხიზმის, მოძალადე პატარა კაცობის, პერვერტობის, გაუნათლებლობის და მძიმე ტრავმად მიყენებული სამუდამო დაღისთვის…

ბოდიში და მადლობა "ევროპულ სკოლას" იმისათვის, რომ უფრო მძიმე უბედურებისგან გვიხსნეს. ასე ხომ არავინ იცის რა მოხდებოდა," - წერს მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში.