"დაბეჯითებით ვამბობ, წყაროზე დაყრდნობით! ასახელებენ ბიზნესმენს, რომელმაც რამდენიმე მღვდელმთავარს მეუფე შიოსთვის ხმა სთხოვა" - მეუფე ზენონი
"თუ ბოლომდე მივყვებით, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასახელებენ ადამიანს, ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელიც რამდენიმე მღვდელმთავართან მივიდა და სთხოვს მეუფე შიოსთვის ხმას. მე არ ვიტყვი.. დაე, მათ თქვან, ვისთანაც მივიდა. მე გეუბნებით ფაქტს, ერთ-ერთ შემადგენელს, ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა", -ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსმა, ზენონ იარაჯულმა "ტვ პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.