loader

"მსურს, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი სიახლე!" - გიორგი მამალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მსურს, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი სიახლე!" - გიორგი მამალაძე

"ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!

მსურს, გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი სიახლე! შვიდწლიანი მძიმე ბრძოლისა და გაურკვევლობის შემდეგ, ჩემთვის ახალი ეტაპი დაიწყო.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებულმა ზუსტმა დიაგნოსტირებამ, რთულმა ნეიროქირურგიულმა ოპერაციამ და ინტენსიურმა რეაბილიტაციამ რეალური შედეგი გამოიღო.

დღეს გვაქვს მყარი საფუძველი და დიდი იმედი, რომ გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით გაგრძელდება. მადლობა ღმერთს, ჩემს ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით იდგა და დგას. ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!" - წერს გიორგი მამალაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, გიორგი მამალაძე 7-წლიანი პატიმრობიდან 2024 წელს გაათავისუფლეს.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“. მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას