loader

ინტერნეტში დრამატული კადრები ვრცელდება, ქალი ავტომაგისტრალზე მოძრავი ტაქსიდან გადახტა - რა გახდა ამის მიზეზი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინტერნეტში დრამატული კადრები ვრცელდება, ქალი ავტომაგისტრალზე მოძრავი ტაქსიდან გადახტა - რა გახდა ამის მიზეზი?

ინ­ტერ­ნეტ­ში დრა­მა­ტუ­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და, რო­მე­ლიც იმ მო­მენტს ასა­ხავს, რო­დე­საც ქალი მოძ­რა­ვი ტაქ­სი­დან პირ­და­პირ გზატ­კე­ცილ­ზე ხტე­ბა. რო­გორ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ამის მი­ზე­ზი ის გახ­და, რომ მძღოლ­მა მას უკა­ნა ხედ­ვის სარ­კე­ში შე­ხე­და.

შემ­თხვე­ვა მა­ლა­ი­ზი­ის ერთ-ერთ გა­დატ­ვირ­თულ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მოხ­და. შემ­ზა­რავ კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ ხტე­ბა შე­ში­ნე­ბუ­ლი მგზავ­რი მან­ქა­ნი­დან და სა­ხით ას­ფალტზე ეცე­მა.მისი ფეხ­საც­მე­ლი და ტე­ლე­ფო­ნი სხვა­დას­ხვა მხა­რეს მიფ­რი­ნავს, ხოლო უკან მო­მა­ვა­ლი მან­ქა­ნე­ბი სას­წრა­ფოდ ამუხ­რუ­ჭე­ბენ, რათა ტაქ­სი­დან “გაქ­ცე­ულ“ მგზავრს არ და­ე­ჯა­ხონ.

პო­ლი­ცი­ას­თან სა­უბ­რი­სას ქალ­მა გან­მარ­ტა, რომ მან­ქა­ნი­დან ში­შის გამო გა­დახ­ტა. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის, ვი­ჯა­ია რაოს თქმით, მგზავრს მი­აჩ­ნდა, რომ მძღო­ლი მას სარ­კი­დან ყო­ველ­გვა­რი მი­ზე­ზის გა­რე­შე, სა­ეჭ­ვოდ აკ­ვირ­დე­ბო­და. მძღო­ლის მზე­რით გა­მოწ­ვე­უ­ლი შფოთ­ვა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ ქალ­მა მოძ­რა­ვი ტაქ­სი­დან გა­დახ­ტო­მა გა­და­წყვი­ტა.

მგზავ­რმა მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, მას შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გამ­ვლე­ლი მძღო­ლი და­ეხ­მა­რა და ახ­ლომ­დე­ბა­რე კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. თა­ვად მძღოლ­მა კი, რო­მელ­საც “თვალ­თვალ­ში“ სდე­ბენ ბრალს, მგზავ­რო­ბის შეკ­ვე­თა სას­წრა­ფოდ გა­ა­უქ­მა და პო­ლი­ცი­ა­ში შე­ი­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და თუ მძღო­ლის ბრა­ლე­უ­ლო­ბა და­დას­ტურ­და, მას სხვი­სი სი­ცო­ცხლის­თვის საფრ­თხის შექ­მნის მუხ­ლით წა­რუდ­გე­ნენ ბრალს.