ემუქრება თუ არა "ჰანტავირუსი" საქართველოს? - "მიეკუთვნება ძალიან მძიმე გართულებებით მიმდინარე ვირუსების კატეგორიას"
საფუძველი იმისა, რომ ჰანტავირუსი გახდეს უფრო იოლად გადამდები, ვიდრე ახლა არის, არ არსებობს. ადამიანზე გადაცემაც ხდება მხოლოდ მჭიდრო კონტაქტის გზით, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ 5 მაისს, გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების მექანიზმი გამორიცხავს, რომ ამ ვირუსმა მიიღოს ეპიდემიის და მითუმეტეს პანდემიის სახე.