"კვარა" ზედიზედ მეორედ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს - პსჟ "ბაიერნს" ფრედ ეთამაშა და ფინალში გავიდა!
ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ მეორედ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს. პსჟ-მ ბაიერნს ორი მატჩის ჯამში მოუგო.
გუნდები მიუნხენში განმეორებით მატჩში მოედანზე ამ შემადგენლობით გამოვიდნენ:ბაიერნი: ნოიერი, ლაიმერი, ტა, უპამეკანო, სტანიშიჩი, პავლოვიჩი, კიმიხი, დიასი, მუსიალა, ოლისე, კეინი.
პსჟ: საფონოვი, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ფაბიანი, ვიტინია, ნევეში, დუე, კვარაცხელია, დემბელე.
მატჩის მესამე წუთზე კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა, გოლი უსმან დემბელემ გაიტანა.
ცნობისთვის, ამ ასისტით ხვიჩამ უკვე დაწერა ისტორია - ის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ პლეიოფის შვიდ მატჩში გაიტანა გოლი, ან გააკეთა საგოლე გადაცემა.მატჩის მიწურულს, დამატებით დროში ბაიერნმა საპასუხო გოლი გატანა მოახერხა - გოლი ჰარი კეინის ანგარიშზეა. მატჩი საბოლოოდ ფრედ - 1-1 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში კი პარიზელებმა მოიგეს (ცნობისთვის, პარიზში პირველი თამაში პსჟ-მ ბაიერნს ანგარიშით 5-4 მოუგო) შესაბამისად, ფინალში პსჟ ითამაშებს.
ანალიტიკური საიტის, flashscore-ის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე საუკეთესო იყო და მისი თამაში 8,4 ქულით შეფასდა რაც სხვა ფეხბურთელებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.