"არსებობს ნაწლავის გადანერგვა, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახს სთხოვენ მის გაკვეთას და ნაწლავს, ზუსტად ვიცი, ეს არავის მოუნდება, ჩვენ სიკვდილზე ვაწერთ ხელს" - 5 თვის გაბრიელზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
5 თვის გაბრიელზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
"არ მინდოდა რომ ასეთი დამემახსოვრებინე… მინდოდა სქელ ლოყება და მომღიმარი ერთად ყოფილიყავი… გაბრიელის ოპერაციაზე უარი გვითხრეს.. ძალიან ბევრმა კლინიკამ და ქირურგმა.. მისი ნაწლავი 20 სანტიმეტრია და ისიც პრობლემური.. არ არსებობს არანაირი დაგრძელება
და არაირი ხელოვნური ნაწლავი. არსებობს გადანერგვა.. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, ოჯახს სთხოვენ მის გაკვეთა და ნაწლავს.. და ზუსტად ვიცი რომ ეს არავის მოუნდება.. ასე მკურნალობა შეუძლებელია, რადგან ბავშვს არანაირი შედეგი არ აქვს.. ჩვენ ოპერაციას მაინც გავაკეთებთ და ვიცით რომ მისი გადარჩენის შანსი 10%ია.. ასე გაგვწირა ღმერთმა გაბრიელს მეექვსე ოპერაცია ჩაუტარდება. ჩვენ სიკვდილზე ვაწერთ ხელს. ილოცეთ მისთვის. იქნებ თქვენ მაინც მოგისმინოთ ღმერთმა, რადგან ის მე არ მისმენს და არც მწყალობს..მიყვარხარ ჩემო ნატანჯო ანგელოზო და ბოდიშს გიხდი რომ ამ ტკივილის გადატანა მოგიწია… ეს ჩემი ბოლო თხოვნა იქნება თქვენთვის გაბრიელის გადარჩენისთვის", - წერს თაკო ბარბაქაძე.
25101051767