"ვფიქრობ ახლა გავიდე რუსთაველზე, თუ "მკვდარია პროტესტი", აზრი არ აქვს არაფერს, რადგან "ოპოზიცია არ ვარგა?" დაველოდო როდის "გამოჩნდება ლიდერი" ან "ახალი ძალა"? თქვენ როგორ იქცევით ხოლმე, როცა ყველაზე წესიერ და კეთილ ახლობელს გტაცებენ" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიტიკოსები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ ხუთი პირი - ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით - ლაშა ბერიძეს - 7 წლით, მურთაზ ზოდელავას - 7 წლით, პაატა ბურჭულაძეს - 7 წლით, ირაკლი ნადირაძეს - 7 წლით, პაატა მანჯგალაძეს - 7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს - 5 წლით, გური ჟვანიას - 5 წლით, ნიკა გვენცაძეს - 5 წლით, ირაკლი ჩხვირკიას - 5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"დღეს ჩემს ბავშვობის ძმაკაცს, 5 წლიდან რომ ერთად ვართ, ადამიანს რომლის ხმამაღალი სიტყვა არ სმენია არავის ნახევარი საუკუნის განმავლობაში, "მოსამართლე" ხუსკივაძემ მიუსაჯა 5 წელი ციხეჰოდა, ვფიქრობ ახლა გავიდე რუსთაველზე დღეს თუ "მკვდარია პროტესტი"? ხვალ გაზრდილ ფასებზე ჩავწერო ვიდეო? თუ აზრი არ აქვს არაფერს, რადგან "ოპოზიცია არ ვარგა"? დაველოდო როდის "გამოჩნდება ლიდერი" ან "ახალი ძალა"? თუ "გადავიღალე და დავისვენო"? თქვენ როგორ იქცევით ხოლმე როცა ყველაზე წესიერ და კეთილ ახლობელს გტაცებენ და ფაქტობრივად სიცოცხლეს უმთავრებენ? რას ეფარებით ასეთ დროს?
პ.ს. ყველა ვისაც დღეს მიუსაჯეს 5-7 წელი, ამ ქვეყნის პატრიოტი, წესიერი და ღირსეული ადამიანია. მათ შორის რამდენიმე ჩემი მეგობარი და ნაცნობია. ცხადია, ყველა პოლიტიკური პატიმარია," - წერს ზურაბ ჯაფარიძე.