loader

როგორია ძველი და ახალაშენებული ბინების ფასი თბილისში - ახალი კვლევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია ძველი და ახალაშენებული ბინების ფასი თბილისში - ახალი კვლევა

2026 წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 913 ერთეული შეადგინა და გასული წლის მარტთან შედარებით 30.9%-ით გაიზარდა. ამის შესახებ „ქოლიერსის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა.

მათივე კვლევის თანახმად, მარტში დედაქალაქში უძრავი ქონების ბაზრის ზომამ კი 36.3%-ით, 321 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა.

„2026 წლის მარტში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 33.4%-ით გაიზარდა. ზრდა დაფიქსირდა ახალაშენებული ბინების როგორც პირველად (38.7%), ისე მეორეულ ბაზრებზე (26.7%).

ტრანზაქციების რაოდენობა 22.8%-ით გაიზარდა ძველ პროექტებშიც. 2026 წლის მარტში ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ძირითადად განპირობებულია გასულ წელს პოლიტიკური არასტაბილურობით გამოწვეული დაბალი პერფორმანსით ბაზარზე,“ - ნათქვამია კვლევაში. განაგრძეთ კითხვა...