"ყური მოაჭრეს დანიელს, ასევე თითზე მიაყენეს დაზიანებები" - რა ჩანს, ვარკეთილში სათვალთალო კამერით გადაღებულ კადრებში?
თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, სამ მოქალაქეს ყურები და თითები დააჭრეს, რომ დიდი ფული გამოძალათ. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, დაზარალებულია, რუსეთის სამი მოქალაქე, რომლებიც დაუდგენელი მოტივით საქართველოში, ბოლო სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა დროს ჩამოვიდა და ყველა ერთ მისამართზე ვარკეთილში, მდებარე კორპუსში დასახლდა.