loader

ვინ არის ახალი ჩემპიონი, რომელთანაც აქამდე დაუმარცხებელი ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლი, ხამ­ზატ ჩი­მა­ე­ვი და­მარ­ცხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ახალი ჩემპიონი, რომელთანაც აქამდე დაუმარცხებელი ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლი, ხამ­ზატ ჩი­მა­ე­ვი და­მარ­ცხდა

აქამ­დე და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი ჩე­ჩე­ნი მებ­რძო­ლი, ხამ­ზატ ჩი­მა­ე­ვი და­მარ­ცხდა. სა­ტი­ტუ­ლო ბრძო­ლა­ში მას შონ სტრიკ­ლენ­დი და­უ­პი­რის­პირ­და, მსა­ჯე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­ი­მარ­ჯვა და ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი და­იბ­რუ­ნა.

ამე­რი­კე­ლი სტრიკ­ლენ­დი კარ­გად უმკლავ­დე­ბო­და ჩი­მა­ე­ვის დო­მი­მან­ტურ სტილს და უკვე მე­ო­რე რა­უნ­დი­დან ცხა­დი იყო, რომ მა­ღალ ტემპში ხამ­ზა­ტი ვე­ღარ შეძ­ლებ­და ბრძო­ლას.

სტრიკ­ლენ­დი კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა თე­იქ­და­უ­ნე­ბის დაც­ვა­ში, ხოლო მნიშ­ვნე­ლო­ვან დარ­ტყმებ­ში ჩე­ჩენ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს აღე­მა­ტე­ბო­და.

და­ძა­ბუ­ლი ბრძო­ლა 5 რა­უნდს გაგ­რძელ­და.

სა­შუ­ა­ლო წო­ნის ახა­ლი ჩემ­პი­ო­ნი სტრიკ­ლენ­დი გახ­და.

ცნო­ბის­თვის, სტრიკ­ლენდმა ტი­ტუ­ლი 2023 წელს ის­რა­ელ ადე­სა­ნი­ას­თან მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა 2024 წელს დრი­კუს დუ პლე­სის­თან ის და­კარ­გა. ჩი­მა­ე­ვი კი ჩემ­პი­ო­ნი 2025 წლის აგ­ვის­ტო­დან იყო, რო­დე­საც დუ პლე­სი და­ა­მარ­ცხა, დღე­ვან­დე­ლი ბრძო­ლა მისი პირ­ვე­ლი დაც­ვა იყო.

წყარო: ამბები.ge