"წამყვანზე კომენტარს არ გავაკეთებ, მსგავსი გადაცემა მეც მიმყავდა და ამის გამო არ ვიკადრებ, უბრალოდ" - ნიკა გვარამია გადაცემის - "შენ შეგიძლია მოიგო ასი ათასი", ერთ-ერთ ეპიზოდს ეხმაურება
კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის - "შენ შეგიძლია მოიგო ასი ათასი", ერთ-ერთ ეპიზოდს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"იმაში დაგვაჯერონ, რომ ქართველი იდიოტია, ესაა ამ გადაცემის არსი და მიზანი?
განსაკუთრებით, ჩოხიანი ქართველი და განსაკუთრებით ქართული ენის საკითხებში? თან, მაინცდამაინც სიტყვა "დედა" ვერ უნდა აბრუნოს? და მაინცდამაინც ეს მონაკვეთი უნდა გამოიტანოს ანონსად და დაუსრულებლად ატრიალოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა?
მოკლედ, ბიძინას საავტორო აზრი, რომ "საქართველო პატარა სოფელია", ეს უნდა გვჯეროდეს ყველას? ესაა ამ ურეიტინგო (საბედნიეროდ, არავინ უყურებს) უხარისხო მავნებლობის მიზანი?
მიეცით დიუშენით დაავადებულ ბავშვებს რაც სჭირდებათ და პირდაპირ მოაკელით საზმაუს, აი პირდაპირ, მექანიკურად მოაჭერით. ვერავინ ვერ გაიგებს სამყაროში, დიუშენით დაავადებული ბავშვების გარდა, რომლებსაც ცხოვრების ხარისხი გაუუმჯობესდებათ.
ps წამყვანზე კომენტარს არ გავაკეთებ, მსგავსი გადაცემა მეც მიმყავდა და ამის გამო არ ვიკადრებ, უბრალოდ." - წერს ნიკა გვარამია და ვიდეოს აზიარებს.