loader

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ახალ, რიგით 142-ე პატრიარქს აირჩევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ახალ, რიგით 142-ე პატრიარქს აირჩევს

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გა­ფარ­თო­ე­ბულ კრე­ბა­ზე დღეს სა­ქარ­თვე­ლოს 142-ე პატ­რი­არ­ქს აირ­ჩე­ვენ.

წმინ­და სი­ნო­დის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პატ­რი­არ­ქო­ბის კან­დი­და­ტე­ბი არი­ან: სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი), ურ­ბნი­სი­სა და რუ­ი­სის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტი იობი და ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გო­ლი.სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის გა­ფარ­თო­ე­ბულ კრე­ბას, რო­მელ­ზეც ახალ პატ­რი­არ­ქს აირ­ჩე­ვენ, 1200-მდე დე­ლე­გა­ტი და­ეს­წრე­ბა.

სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მე­ბის ტა­ძარ­ში კრე­ბა­ზე დას­წრე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ სპე­ცი­ა­ლუ­რი სი­ე­ბით. ტა­ძარ­ში შეს­ვლა 10:00 სა­ა­თი­დან და­ი­წყე­ბა. პატ­რი­არ­ქის არ­ჩე­ვის დღეს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის ეზო­ში დას­წრე­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს. შე­ზღუდ­ვა ეხე­ბა ტა­ძარს.

გა­ფარ­თო­ე­ბულ კრე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოვ­ლენ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის კან­დი­და­ტე­ბი. ასე­ვე, მათი ეპარ­ქი­ე­ბი­დან თითო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. სა­პატ­რი­არ­ქო კან­დი­და­ტებს სი­ტყვის­თვის ექ­ნე­ბათ 5-წუ­თი­ა­ნი რეგ­ლა­მენ­ტი, ხოლო დე­ლე­გა­ტებს 3-წუ­თი­ა­ნი.

სა­პატ­რი­არ­ქო­ში გან­მარ­ტეს, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა ნა­წი­ლობ­რივ გა­შუქ­დე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ით, სხდო­მის ნა­წი­ლი უნდა იყოს და­ხუ­რუ­ლი - პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მა კა­რე­ბის გახ­სნა, შემ­დეგ კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­სი და სა­ბო­ლო­ოო შე­დე­გის გა­მო­ცხა­დე­ბა, ხოლო დათ­ვლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა და­ხუ­რუ­ლი იქ­ნე­ბა.

სა­პატ­რი­არ­ქოს თა­ნახ­მად, ბი­უ­ლე­ტე­ნებ­ზე შე­მო­სა­ხა­ზი იქ­ნე­ბა სამი კან­დი­და­ტი. შე­მო­ხაზ­ვის შემ­დეგ, ბი­უ­ლე­ტე­ნი იდე­ბა კონ­ვერ­ტში და მო­თავ­სდე­ბა სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში, რო­მე­ლიც ცენ­ტრა­ლურ ად­გილ­ზე გან­თავ­სდე­ბა.

მარ­თვა-გამ­გე­ო­ბის დე­ბუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, იმის­თვის, რომ პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში დას­რულ­დეს კენ­ჭისყრა და გა­მოვ­ლინ­დეს პატ­რი­არ­ქი, სა­ჭი­როა 50%-ს +1 ხმა. ამ შემ­თხვე­ვა­ში - 20 ხმა.შე­სა­ბა­მი­სად, თუ პატ­რი­არ­ქო­ბის რო­მე­ლი­მე კან­დი­დატს 20 ხმა ექ­ნე­ბა, მე­ო­რე ტური აღარ გა­ი­მარ­თე­ბა. თუ ვერ­ცერ­თი კან­დი­და­ტი ვერ მო­აგ­რო­ვებს 20 ხმას, მა­შინ მე­ო­რე ტურ­ში კენ­ჭისყრა გა­ი­მარ­თე­ბა ორი უპი­რა­ტე­სი ხმის მქო­ნე კან­დი­დატს შო­რის.

შე­დეგს დღეს­ვე ქი­რო­ტო­ნი­ით უპი­რა­ტე­სი ეპის­კო­პო­სი, მიტ­რო­პო­ლი­ტი ანა­ნია ჯა­ფა­რი­ძე გა­მო­ა­ცხა­დებს. ასე­ვე, დღეს­ვე ინ­ტრო­ნი­ზა­ცი­ის სა­კი­თხი გა­მო­ცხად­დე­ბა, რომ­ლის თა­რი­ღის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკვე გა­მორ­ჩე­ულ­მა პატ­რი­არ­ქმა უნდა მი­ი­ღოს.

შე­გახ­სე­ნებთ, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II 93 წლის ასაკ­ში 2026 წლის 17 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა, რის შემ­დე­გაც დღის წეს­რიგ­ში დად­გა სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ახა­ლი მა­მამ­თავ­რის არ­ჩე­ვის სა­კი­თხი.