loader

"ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები და განცდა..." - რა თქვა შიო მესამემ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები და განცდა..." - რა თქვა შიო მესამემ კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ?

ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლით და სასოებით, - ამის შესახებ ახალარჩეულმა პატრიარქმა, შიო III-მ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე მეუფე ანანიამ მას მიმართა, იღებდა თუ არა კათოლიკოს-პატრიარქის უღელს.

კრებამ ახალარჩეული პატრიარქისგან დასტური მიიღო.

საქართველოს ეკლესიამ ახალი კათოლიკოს- პატრიარქი აირჩია. ქვეყნის 142-ე კათოლიკოს - პატრიარქი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა. მეუფე შიომ 22 ხმა მიიღო.