loader

"ევროვიზია 2026"-ის პირველ ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენელი "ბზიკები" სცენაზე მე-6 ნომრად წარსდგნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ევროვიზია 2026"-ის პირველ ნახევარფინალში საქართველოს წარმომადგენელი "ბზიკები" სცენაზე მე-6 ნომრად წარსდგნენ

"ევ­რო­ვი­ზია 2026"-ის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლში, საქართველოს წარმომადგენელი "ბზიკები" სცენაზე მე-6 ნომრად წარსდგნენ.

მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე 15 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წარ­დგე­ბი­ან, ესე­ნია: სა­ქარ­თვე­ლო, ფი­ნე­თი, ხორ­ვა­ტია, სა­ბერ­ძნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, მოლ­დო­ვა, შვე­დე­თი, ბელ­გია, ეს­ტო­ნე­თი, ის­რა­ე­ლი, ლი­ე­ტუ­ვა, მონ­ტე­ნეგ­რო, სან მა­რი­ნო, პო­ლო­ნე­თი და სერ­ბე­თი. მათ­გან ფი­ნა­ლურ შო­უ­ზე მხო­ლოდ ათი ქვე­ყა­ნა გა­და­ვა. სცე­ნა­ზე ასე­ვე წარ­დგე­ბა "დიდი ოთხე­უ­ლის“ ორი ქვე­ყა­ნა: გერ­მა­ნია და იტა­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჯგუ­ფი "ბზი­კე­ბი“ 12 მა­ისს ევ­რო­ვი­ზია 2026-ის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ შო­უ­ზე მე-6 ნომ­რად წარ­დგე­ბა.

წლე­ვან­დე­ლი, 70-ე ევ­რო­ვი­ზია ავ­სტრი­ის დე­და­ქა­ლაქ ვე­ნა­ში იმარ­თე­ბა. პირ­და­პირ ტრანსლა­ცი­ას ტრა­დი­ცი­უ­ლად პირ­ვე­ლი არხი შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

კონ­კურ­სის წე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას ხმას ვერ მის­ცემთ.

2026 წლის კონ­კურ­სი 12, 14 და 16 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა. "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" წელს 35 ქვე­ყა­ნა მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

შე­გახ­სე­ნებთ, "ბზი­კე­ბი" სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი არი­ან.

წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებთ ჩვენს წარ­მო­მად­გენ­ლებს!