"50 000 ლარამდე თანხის მიღება შეგიძლიათ! განცხადებების მიღება 1-ელ ივნისს დასრულდება": ვინ შეძლებს დაფინანსების მიღებას? - კახა კალაძის განცხადება
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის 13 მაისის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, გასულ წელს დაფინანსების ზედა ზღვარი 20 000 ლარი იყო, წელს მეწარმეებს უკვე 50 000 ლარამდე თანხის მიღება შეუძლიათ.