loader

"ახალგაზრდები დაბადების დღის სუფრიდან ბრუნდებოდნენ, როცა სავარაუდოდ დიდი სიჩქარით მიმავლამა ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ხეს შეეჯახა და აფეთქდა" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გარდაბანში მომხდარ ავტოავარიაზე, რომელსაც 7 ახალგაზრდა ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახალგაზრდები დაბადების დღის სუფრიდან ბრუნდებოდნენ, როცა სავარაუდოდ დიდი სიჩქარით მიმავლამა ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ხეს შეეჯახა და აფეთქდა" - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი გარდაბანში მომხდარ ავტოავარიაზე, რომელსაც 7 ახალგაზრდა ემსხვერპლა

დღეს დი­ლით გარ­და­ბან­ში უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და - სო­ფელ ბირ­ლიკ­ში BMW - ს მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც დიდი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობ­და, ხეს შე­ას­კდა, რის შემ­დეგ მან­ქა­ნა ნა­წი­ლე­ბად იქცა.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვი­თხრეს ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 276ე მუხ­ლის მერ­ვე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის, ან წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ორი და მეტი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი.

"ჩვე­ნი სოფ­ლის, ბირ­ლიკ­ში მცხოვ­რე­ბი ოთხი ახალ­გაზ­რდაა გარ­დაც­ვლი­ლი. ორი ძმა და კი­დეც ორი ძმა, ეს ბი­ჭე­ბი ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. სა­უ­ბე­დუ­როდ ორი ოჯა­ხი­დან ოთხი ახალ­გაზ­რდაა და­ღუ­პუ­ლი. მე­ზობ­ლად ცხოვ­რობ­დნენ და ნა­თე­სა­ვე­ბიც არი­ან. რო­გორც ვიცი, კი­დევ სამი ახალ­გაზ­რდა იყო სა­გა­რე­ჯო­ე­ლი მან­ქა­ნა­ში. სა­გა­რე­ჯო­ე­ლე­ბიც და­ღუ­პუ­ლე­ბი არი­ან. დი­ლით ასე თქვეს, რომ მან­ქა­ნა­ში მყო­ფი რამ­დე­ნი­მე მგზავ­რი

შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ გად­მო­ვარ­და მან­ქა­ნი­დან. ორი ჩარ­ჩე­ნი­ლი იყო მან­ქა­ნა­ში. ორი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი გა­და­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, ახლა თქვენ­გან

გა­ვი­გე, რომ გა­ი­ზარ­და გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი. რო­გორც ჩანს, ერთი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი. ვი­ცო­დი რომ შვიდ­ნი იყ­ვნენ. ახლა თქვენ­გან გა­ვი­გე მერ­ვეც რომ ყო­ფი­ლა. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს სო­ფელ­ში. იმ ად­გი­ლას ვინც იყო, ყვე­ლა შოკ­შია, მი­მო­ფან­ტუ­ლია ირ­გვლივ მან­ქა­ნის ნა­წი­ლე­ბი. რო­გორც ვიცი, მან­ქა­ნის ნა­წილს გა­უჩ­ნდა ცე­ცხლი.

დაშ­ლი­ლია მთლი­ა­ნად მან­ქა­ნა, იქ გა­დარ­ჩე­ნის შან­სი არ იყო. არ ვიცი, რა სიჩ­ქა­რით მი­დი­ოდ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­დან ერთს ვიც­ნობ­დი ახ­ლოს, რეს­ტო­რან­ში ოფი­ცი­ან­ტად მუ­შა­ობ­და, ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო. მისი ძმაც გარ­დაც­ვლი­ლია.

თა­ნა­ვუგ­რძნობ ყვე­ლას. დიდი ტრა­გე­დი­აა, ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბაა", - ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი.

ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლი ხდე­ბა სო­ფელ ბირ­ლიკ­ში მცხოვ­რე­ბი გარ­დაც­ვლი­ლი ძმე­ბის ვი­ნა­ო­ბა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან შა­მილ და ქა­მილ ალი­ე­ვე­ბი, ასე­ვე კი­დევ ორი ძმა არის და­ღუ­პუ­ლი - ალილ და სა­ჰირ ჯა­ლი­ლო­ვე­ბი.

"ქა­მი­ლი 19 წლის იყო, შა­მი­ლი 17 - ის. ბი­ჭებს მშობ­ლე­ბი და­ღუ­პუ­ლი ჰყავთ. ბე­ბია და ბა­ბუა ზრდიდ­ნენ. მშობ­ლე­ბი ადრე და­ე­ღუ­პათ, ჯერ მამა, შემ­დეგ დედა. ორი­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი იყ­ვნენ ზრდი­ლო­ბით, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლო­ბით, კულ­ტუ­რით და არას­დროს არა­ვის აწუ­ხებ­დნენ. ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ძმე­ბი. ძა­ლი­ან კე­თი­ლი იყო შა­მი­ლი.

წყარო: "TV პირველი"