loader

"შევესწარი და ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე... უეცრად ტელეფონი გაუვარდა ხელიდან და დაეცა, რამდენიმე თვის წინ გაიკეთა კუჭის ოპერაციაო" - ტრაგედია თბილისის მეტროში, სადაც წუხელ 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შევესწარი და ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე... უეცრად ტელეფონი გაუვარდა ხელიდან და დაეცა, რამდენიმე თვის წინ გაიკეთა კუჭის ოპერაციაო" - ტრაგედია თბილისის მეტროში, სადაც წუხელ 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ თბი­ლი­სის მეტ­რო­ში. მეტ­რო­სად­გურ "სამ­გორ­ში" 30-წლამ­დე ასა­კის ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ქალი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გახ­და შე­უძ­ლოდ, ად­გილ­ზე მო­ვი­და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ჯგუ­ფიც, თუმ­ცა ახალ­გაზ­რდას გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

რო­გორც ტრა­გე­დი­ის შემ­სწრე ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყვე­ბი­ან, გო­გო­ნას თან ახ­ლდნენ მე­გობ­რე­ბი და ამ­ბობ­დნენ, რომ ახალ­გაზ­რდას რამ­დე­ნი­მე თვის წინ ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი.

"შე­ვეს­წა­რი და ახ­ლაც ვერ მოვ­დი­ვარ აზ­რზე... მა­ტა­რებ­ლის ვა­გონ­ში უეც­რად ტე­ლე­ფო­ნი გა­უ­ვარ­და ხე­ლი­დან და და­ე­ცა, სამ­გო­რის მეტ­როს სად­გურ­ზე რა არ უკე­თეს ერთ სა­ათ­ზე მეტი სას­წრა­ფოს ექი­მე­ბი მისი გუ­ლის ასა­მუ­შა­ვებ­ლად ბო­ლომ­დე იბ­რძოდ­ნენ, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გახ­დნენ, გული გა­უ­ჩერ­და საბ­რა­ლოს .ყვე­ლა პულ­სის შკა­ლას ვუ­ყუ­რებ­დით მო­ნი­ტორ­ზე, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით, ზოგი ლო­ცუ­ლობ­და ზოგი ტი­რო­და არა­ფე­რი გა­მო­ვი­და წა­მი­ე­რად გარ­და­იც­ვა­ლა სა­წყა­ლი.

მე­გო­ბა­რი გო­გო­ნე­ბი ახ­ლდნენ თან. მათ თქვეს, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ი­კე­თა კუ­ჭის ოპე­რა­ცი­აო. სა­ში­ნე­ლე­ბა იყო" - ჰყვე­ბი­ან თვითმხილ­ვე­ლე­ბი.

რო­გორც შსს-ში აცხა­დე­ბენ, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.