შეიძლება თუ არა, ჰანტავირუსი მსოფლიოსთვის ახალი პანდემიის საფრთხედ იქცეს?
ატლანტის ოკეანეში მცურავ საკრუიზო გემზე ჰანტავირუსის სავარაუდო გავრცელების შემდეგ, საერთაშორისო ყურადღება სწორედ ამ კითხვაზეა გადართული. გავრცელებული ინფორმაციით, გემზე სამი ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო მონაცემებით, გამოვლენილია 8 შემთხვევა - 3 დადასტურებული და 5 სავარაუდო, იმ ადამიანებში, რომლებიც გემზე იმყოფებოდნენ. შემთხვევამ განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოიწვია იმის გამო, რომ საუბარია ადამიანიდან ადამიანზე შესაძლო გადაცემაზეც.