loader

"მინდოდა, რომ მიეცათ შანსი და გაეკეთებინათ ოპერაცია, მაგრამ არ მისცეს, უარესისთვის გაიმეტეს... თურქეთზე მცდარი წარმოდგენა მქონდა... " - პატარა გაბრიელის დედა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდოდა, რომ მიეცათ შანსი და გაეკეთებინათ ოპერაცია, მაგრამ არ მისცეს, უარესისთვის გაიმეტეს... თურქეთზე მცდარი წარმოდგენა მქონდა... " - პატარა გაბრიელის დედა მიმართვას ავრცელებს

საზოგადოება ბოლო დღეებია განსაკუთრებულად გულშემატკივრობს 5 თვის გაბრიელს, რომელსაც წვრილი და მოკლე ნაწლავის თანდაყოლილი მწვავე სინდრომი დაუდგინდა.

გაბრიელს საქართველოში 5 ოპერაცია ჩაუტარდა და ოჯახმა ის რეანომობილით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, სადაც კიდევ ერთი ოპერაცია უნდა ჩატარებოდა, თუმცა მედიკოსებმა ოპერაციის ჩატარებაზე უარი თქვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბავშვის დედა თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

"მთელი ღამე ვკითხულობდი მესიჯებს და კომენტარებს - წაიყვანეთ საფრანგეთში, წაიყვანეთ გერმანიაში, წაიყვანეთ ინგლისში… შორიდან ყველაფერი რა მარტივი ჩანს - წაიყვანეთ და მორჩა. ერთმა იმაზეც დაიწყო საუბარი, რომ ფულს იმიტომ არ რიცხავდა, ბავშვი ისევ საქართველოში წაგეყვანათ… ასეთების თანხა ჩვენ არ გვჭირდება, შეგიძლიათ მომწეროთ და ფულს დავაბრუნებთ...

შეუძლია ვინმემ თქვას, რომ ჩვენზე მეტად ნერვიულობენ ჩვენს ბავშვზე? სამი კლინიკა გამოვიარეთ, ბევრი ყალბი ადამიანი დავინახეთ… და სამივემ გვითხრა, რომ ვუმკურნალოთ და შედეგებს დაველოდოთ… აქედან მომაქვს ბავშვის კვება და პორტალს ვუდგამთ… ბავშვის განვითარებას მანდ დაველოდებით.. ასე გვითხრა "მემორიალის" ქირურგმა 6 თვეში დაბრუნდითო. ხომ წარმოგიდგენიათ ერთ წელზე მეტის რომ იქნება და ისევ 2 კილო?!

ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, ყველანაირი კვება მივეცით ბავშვს... და ვიღაცები კიდევ მეუბნებიან, რომ მოდი, აქ ნახე და ასე დავატარებ აქეთ-იქით ამ ბავშვს... როდემდე ვცადო? ზუსტად ვიცი, რა იქნება სხვა ექიმის პასუხიც… ჩვენი ბავშვი მკვდარი შეიყვანეს წინა ოპერაციაზე საქართველოში და ცოცხალი გამოიყვანეს... და ესენი ამ ბავშვზე მეუბნებიან რომ ვერ გადაიტანს.

მინდოდა, რომ მიეცათ გაბისთვის შანსი და გაეკეთებინათ ოპერაცია. ზუსტად ვიცოდი, რომ გადაიტანდა… მაგრამ არ მისცეს, უარესისთვის გაიმეტეს, ისევ გადასხმებისთვის, რომელიც ბავშვს ყოველდღე უკლავს ორგანიზმს...

მე არ დავნებებულვარ, მე საქართველოში ვაგრძელებ მკურნალობას და მჯერა, რომ გაბი გადარჩება…

თურქეთს რაც შეეხება, მცდარი წარმოდგენა მქონდა... მხოლოდ ფულის გაყვლეფაზე არიან და მეტი არაფერი არ აინტერესებთ. შორიდან საუბარი ადვილია, მაგრამ ღმერთს ვთხოვ, ახლოდან არავის დაანახოს ის დღეები, რაც ჩვენ გავიარეთ...

ყველა თავის ახლობელს "მითაგავს", თაკო ამას ენდე კარგად წაგიყვანს და საბოლოო ჯამში მე და ჩემი ქმარი ვრჩებით მარტო. მე აღარავის ვენდობი… და შეწყვიტეთ ეს კომენტარები... ვიცი, რომ ბავშვი გიყვართ და მისთვის კარგი გინდათ, მაგრამ მეც ხო ეს მინდა? თქვენი აზრით, არ ვცადე ყველაფერი? საცდელი ვირთხა ხომ არ არის, მოდი, ეს ვცადოთ, უი, არ გაამართლა, მოდი, მეორე ვცადოთ… ამჯერად, ორშაბათს ან სამშაბათს საქართველოში ვბრუნდებით... შემდეგ თუ მოვაძლიერებთ ბავშვს კვებით, იქნებ, სხვაგანაც წავიდეთ.

მადლობა ყველას, გვერდით დგომისთვის და გთხოვთ, შეწყვიტოთ ყველას, თქვენი აზრი გაქვთ რომელი უნდა გავაკეთო უბრალოდ ვერ ვხდვდები… მოდი, იმას გავაკეთებ, რასაც სწორად ვთვლი და მინდა, გვერდით დამიდგეთ. გაბრიელს წინ დიდი გზა აქვს და არავის მივცემ უფლებას, რომ ის შეამოკლოს. ილოცეთ გაბრიელისთვის, იქნებ, თქვენ მაინც მოგისმინოთ ღმერთმა..." - წერს თაკო ბარბაქაძე.