ქართული თონე ბრუკლინში - Taste of Georgia და ორდოლარნახევრიანი შოთი
Taste of Georgia, ანუ "გემო საქართველოდან" - სწორედ ასე ეწოდება ქართულ საცხობს, რომელიც შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში მდებარეობს. აქ ქართულ პურს თონეში ტრადიციული მეთოდით აცხობენ.
ჩურჩხელა, საცივი, ხაჭაპური, ლობიანი, მწვადი, ტყემალი, აჯიკა - ქართულ სამზარეულოს მონატრებული ქართველები ამერიკის სხვადასხვა კუთხიდან ნიუ იორკის პატარა რაიონში, ბრუკლინში იყრიან თავს.
ქართული პროდუქცია, ქართული პური - ეს სწორედ ისაა, რაც ემიგრანტების გარდა, ბევრ უცხოელსაც იზიდავს. საცხობში მუდამ რიგია. ქართული პროდუქციის გვერდით თონეში ქართული პრესაც იყიდება, მათ შორის, "კვირის პალიტრა".
ელენე ცინცაძე