loader

რას წერს მიხეილ სააკაშვილი გარდაბანში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე, რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წერს მიხეილ სააკაშვილი გარდაბანში მომხდარ უმძიმეს ავარიაზე, რომელსაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა?

გარდაბანში მომხდარ ავარიას, რომელსაც რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება.

"გარდაბანში 8 ახალგაზრდა დაიღუპა სწრაფად მოძრავი ავტომობილის კატასტროფაში.ყველა ამბობს, რომ პატრულები არამხოლოდ არ ცდილობენ ასეთი მანქანების შეჩერებას, არამედ თვალს ხუჭავენ მაღალ სიჩქარეზე, იმიტომ რომ აწყობთ რაც შეიძლება მეტი ხალხი დააჯარიმონ კამერების მეშვეობით, რათა შემდეგ ქოც-მოხელეებს დაუგროვონ პრემიები." - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის,გარდაბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. მათგან 7 ადგილზე დაიღუპა, მერვე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.