"ცხოვრებაში პირველად ისეთ ყვითელ სკანდალში გავეხვიე, თავი ჰოლივუდის (თუ რა ვიცი, ბოლივუდის) ვარსკვლავი მგონია" - ექიმი მაია ბუწაშვილი
"ამ დღეებში ჩემ ირგვლივ კომიკური ტალღა აგორდა ციცინო შურღაიას გამონათქვამების გამო. ცხოვრებაში პირველად ისეთ ყვითელ სკანდალში გავეხვიე, თავი ჰოლივუდის (თუ რა ვიცი, ბოლივუდის) ვარსკვლავი მგონია" - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმითვე, გულისამაჩუყებელი იყო ამდენი ადამიანის თანაგრძნობა.
"გულისამაჩუყებელი იყო ამდენი ადამიანის თანაგრძნობა, მაგრამ სინამდვილეში ცოტა ნერვები იმაზე მეშლება, თქვენი ყურადღების თუნდაც ერთი წუთი რომ მოცდა ამ სისულელეზე, როცა გარშემო იმდენი მართლა მნიშვნელოვანი რამ ხდება, რაც ჩვენს რეაგირებას და ყურადღებას საჭიროებს.
იმისი არ იყოს, სკოლაში რომ სიცილს მოგვიზომავდნენ ხოლმე - მასწავლებლები - "გავიცინეთ, გვეყო" - წერს ბუწაშვილი.
"არასოდეს ინტელექტუალური ადამიანი მსუქანი არ ყოფილა, იშვიათი გამონაკლისის გარდა..." - ციცინო შურღაია