"ყველაზე ცუდი გართულება არის დაბრმავება! სიკვდილის შემთხვევებიც არის აღწერილი" - პლასტიკური ქირურგი პოპულარული პროცედურის შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს!
"ცხვირის არეში ფილერის გაკეთების ყველაზე ცუდი გართულება არის დაბრმავება. 2024 წლის მონაცემებით ცხვირში ფილერის შეყვანის მომენტში დაფიქსირდასიკვდილი. ასეთი ორი შემთხვევაა აღწერილი. მოხდა სისხლძარღვის ემბოლიზაცია,მერე ის ფილერი სად წავიდა, არავინ იცის" - ამის შესახებ პლასტიკურმა ქირურგმა კოტე სულამანიძემ ქეთო ანთიძის პოტკასტში "ჩვენ" ისაუბრა.