იტალიური კინოს ვარსკვლავი ორნელა მუტი თბილისშია
იტალიური კინოს ვარსკვლავი, ორნელა მუტი თბილისშია.
ის საქართველოში საქველმოქმედო მიზნით, ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" ორგანიზებით ჩამოვიდა.
დღეს საღამოს კი მონაწილეობას მიიღებს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ შემოქმედებით საღამოში.
ღონისძიებიდან შემოსული თანხა კი დედათა და ჩვილთა მზრუნველობის ცენტრს მოხმარდება.
"ლეგენდა თბილისშია" - წერს ფონდის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ესაკია.