"26 მაისს უმნიშვნელოვანესია ვიყოთ იქ, სადაც იდგებოდა ნებისმიერი ბიჭი და გოგო, ვინც ახლა იმყოფება უკანონო ტყვეობაში" - ნიკა კაცია
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები 26 მაისს, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას შეუერთდებიან.
აღნიშნულის თაობაზე მათ პარლამენტთან ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
როგორც ისინი აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია 26 მაისს იდგნენ იქ, სადაც პატიმრობაში მყოფი პირები იდგებოდნენ.