loader

"ღია წერილი აწ უკვე პატრიარქ შიოს..." - პეტრე კოლხი პატრიარქს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ღია წერილი აწ უკვე პატრიარქ შიოს..." - პეტრე კოლხი პატრიარქს მიმართავს

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პატრიარქ შიო მესამეს მიმართავს.

"ღია წერილი აწ უკვე პატრიარქ შიოს

"პატრიარქო შიო, საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ემოგრაციაში გაიხიზნა, ულუკმაპუროდ დარჩენილი ოჯახების გადარჩენის მიზნით…

ჩვენი დედები, დები, ცოლები, უბრალოდ, ქართველი ქალები გაუგონარ შრომას, თავდადებას და გაუსაძლის ტვირთს ეწევიან, რომ კომუნალურების თანხები, კრედიტები დაფარონ და საცხოვრებელი ბინა შეინარჩუნონ….

უმეტესად უსაქმური კაცები, რომლებიც ემიგრაციაში მყოფი ცოლების ხარჯით ცხოვრობენ, დღევანდელ დღეს თქვენ გვერდით დგანან და ოჯახის სიწმინდეს აღნოშნავენ…

რა პარადოქსია, არა?!

პატრიარქო, ხომ ვერ მეტყვით, რომელი ოჯახის, რიმელიც არ არსებობს?!

ქვეყანაში, სადაც ყოველი მეორე დეპუტატი და ეპიაკოპოსი ოფიციალურად მილიონერია, მოზარდები კი უწამლობით კვდებიან, რამდენად გვაქვს მორალური უფლება, დროშებით, ხატებით და ჯვრებით, ოჯახის სიწმინდე ქუჩაში დავიცვათ?!

თქვენ იცით, სახარებისეული მეზვერის და ფარისევლის ლოცვა და ისიც იცით, რომელ ლოცვას ისმენს უფალი….

ვფიქრობ, დროა ყველა ფარისევლურ წამოწყებას ბოლო მოეღოს და ადამიანებზე ზრუნვით დავიწყოთ ოჯახების დაცვა…

სხვა შემთხვევაში, უკიდურესად დაგვაზარალებს სანახაობა…. პურს ვეღარ დავამატებ, რადგან მოსახლეობის უმეტესობა, მის გარეშეა დარჩენილი…" - წერს პეტრე კოლხი.