loader

რას ამბობს ივანე ჩხაიძე ბათუმიდან თბილისში გადმოყვანილ ჩვილზე, რომლის მშობლების თქმითაც, მედპერსონალმა ბავშვს თავზე ტრავმა მიაყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ივანე ჩხაიძე ბათუმიდან თბილისში გადმოყვანილ ჩვილზე, რომლის მშობლების თქმითაც, მედპერსონალმა ბავშვს თავზე ტრავმა მიაყენა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბათუმიდან თბილისში გადმოყვანილი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა კლინიკური, ლაბორატორიული მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, ბავშვი ბინაზე გაწერის ყველა კრიტერიუმს შეესაბამება და არც ერთი პარამეტრი, რომელიც ახლა პაციენტს აქვს, კლინიკაში მეთვალყურეობას არ საჭიროებს.

ჩხაიძე განმარტავს, რომ მან მშობლებთან ყველა საკითხი განიხილა და ბავშვის კლინიკიდან გაწერის წინააღმდეგები არ არიან.

ის ასევე განმარტავს, რომ ბავშვი ამჟამად 1 თვის და 3 კვირისაა და ის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში 5 მაისიდან მკურნალობდა.

„პაციენტი შემოყვანილი იქნა 5 მაისს იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. ბავშვი გადმოყვანილია ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლიდან. გადმოყვანის მიზეზი იყო ნეიროქირურგიის და ნევროლოგის აქტიური ჩარევის საჭიროება, ვინაიდან პაციენტს ბათუმის კლინიკაში გულყრა აღენიშნა. დიაგნოსტიკის მიზნით, ჩატარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა და ნანახი იქნა ქალა ტვინის ტრავმის რადიოლოგიური სურათი. ამ მიზეზით, ვინაიდან ბათუმს არ აქვს ნეიროქირურგიის და ნევროლოგიის 24-საათიანი სპეციალიზებული სერვისის შეთავაზების შესაძლებლობა, ბავშვი იყო გადმოყვანილი ჩვენთან. ჩვენს კლინიკაში შემოსვლისთანავე, ჩატარდა ყველა აუცილებელი დიაგნოსტიკური ღონისძიება, სხვადასხვა კვლევები.

გულყრა ჩვენთან შემოსვლის შემდეგ არ განმეორებულია, ანუ ჩვენთან არ ჰქონდა. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა ფასდება, როგორც სტაბილური. ყველა კლინიკური, ლაბორატორიული მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია. წონაში მატება აღენიშნა. საკვებს აქტიურად იღებს, ბუნებრივ კვებაზეა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იქნა გადაწყვეტილება მიღებული ბავშვის ბინაზე გაწერასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამით დასრულდა ბავშვზე მეთვალყურეობა. გეგმურად ბავშვი საჭიროებს ნეიროქირურგიულ კონსულტაციას ერთ თვეში, ასევე თავის ტვინის ელექტროენცეფალოგრაფიის ერთ თვეში და თუ იქნება აუცილებელი, ასევე თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევის ჩატარება. განაგრძეთ კითხვა>>>