loader

რა შემთხვევაში და ვინ მიიღებს საჯარო უწყებებში პრემია-დანამატებს და ფულად-ჯილდოს? - რა წერია კანონპროექტი, რომელიც „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა შემთხვევაში და ვინ მიიღებს საჯარო უწყებებში პრემია-დანამატებს და ფულად-ჯილდოს? - რა წერია კანონპროექტი, რომელიც „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს

საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეები, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს მიიღებენ, - შესაბამისი კანონპროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა პირველი მოსმენით წარადგინა.

კანონპროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს.

ვახტანგ ბაჩიაშვილის განმარტებით, აღნიშნულ პირებს სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისათვის მიეცემათ.

მისივე ინფორმაციით, სახელფასო დანამატის გაცემისთვის ზემდგომი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება საჭირო.

რაც შეეხება ფულად ჯილდოს - ის შეიძლება გაიცეს მათთვის დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ, ასევე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

მთავრობის საპარლამენტო მდივანმა კანონში შესატან იმ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელიც საჯარო დაწესებულებებში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა პირთა რიცხოვნობის გაზრდას შეეხება. განაგრძეთ კითხვა...