"მინდა შევეხო ჩვენი პაციენტის, მარიამ ტყემალაძის გარდაცვალების ამბავს, ყველა შოკში ჩაგვაგდო" - რას წერს ექიმი მეტროში გარდაცვლილ 21 წლის გოგოზე?
ექიმი რომა ბაბაევი, ბარიატრიული ქირურგის, ჯაბა ბაბაევის ვაჟი სოციალურ ქსელში 21 წლის მარიამ ტყემალაძის გარდაცვალებას ეხმაურება.
რომა ბაბაევის თქმით, გოგონას გარდაცვალება ბარიატრიასთან კავშირში არ არის და მოუწოდებს საზოგადოებას, ექსპერტიზის პასუხამდე წინასწარ დასკვნებს ნუ გამოიტანენ.
ცნობისთვის, მარიამ ტყემალაძე 14 მაისს თბილისის მეტროში მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა. როგორც მარიამის ლექტორი თამარ ბელქანია ამბობს, გოგონამ კუჭის ოპერაცია იანვარში გაიკეთა და 55 კილო ჰქონდა დაკლებული.
"მინდა შევეხო ჩვენი პაციენტის, მარიამ ტყემალაძის გარდაცვალების ამბავს. მარიამს 5 იანვარს გავუკეთეთ ბაიპასის ტიპის ოპერაცია. ყველაფერმა ჩაიარა იდეალურად.
მარიამი ჩვენთვის იყო არამხოლოდ პაციენტი, არამედ ძალიან კარგი მეგობარი. გვქონდა თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა. იყო ძალიან კარგი პაციენტი. ოპერაციისთვის 3 თვე ვამზადებდით. იყო შეგნებული და თვითონ არ უნდოდა ოპერაცია, სანამ კარგად არ დაიკლო და არ მოემზადა. ოპერაციის შემდეგაც მუდმივ მეთვალყურეობაში იყო, ნებისმიერ წამალზე მწერდა და ჩვენ გარეშე არაფერს აკეთებდა. ასრულებდა ყველა რეკომენდაციას იდეალურად. იკონტროლებდა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც.
3 თვის თავზე ჩაიტარა შესაბამისი კვლევები, ჰქონდა იდეალური მდგომარეობა. მაგრამ 3 დღის წინანდელმა ამბავმა ყველა შოკში ჩაგვაგდო. ბოლო კონტაქტი 7 მაისს გვქონდა, სადაც გაგვიზიარა თავისი before/after და იყო უბედნიერესი. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობდა, მოხდა ასეთი ტრაგედია, რასაც ვერავინ წარმოვიდგენდით. იყო უბრალოდ შოკი.
გთხოვთ, მოეშვათ ამ ამბის ბარიატრიასთან დაკავშირებას, იყო მოულოდნელი სიკვდილი. პატივი ეცით გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ექიმს! ექპერტიზის დასკვნა სანამ არ იქნება, ნუ გამოიტანთ წინასწარ დასკვნებს. რაიმე კითხვები თუ გექნებათ, შეგიძლიათ მომწეროთ და ვეცდები, დაგეხმაროთ. აქ პოსტვით უბრალოდ პანიკა იქმნება.
ვუსამძიმრებ მარიამის ოჯახის წევრებს! თქვენ კი ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!" - წერს რომა ბაბაევი.