loader

"ანალიზის პასუხები მოვიდა და ექიმი გაკვირვებული დატოვა, ძალიან კარგი პასუხებია! ერთადერთი სამწუხარო რამ, რაც დღეს გავიგეთ, არის კვების ფასი" - პატარა გაბრიელის დედა მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ანალიზის პასუხები მოვიდა და ექიმი გაკვირვებული დატოვა, ძალიან კარგი პასუხებია! ერთადერთი სამწუხარო რამ, რაც დღეს გავიგეთ, არის კვების ფასი" - პატარა გაბრიელის დედა მიმართვას ავრცელებს

თაკო ბარბაქაძე მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას ახალ ინფორმაციას უზიარებს.

5 თვის გაბრიელს წვრილი და მოკლე ნაწლავის თანდაყოლილი მწვავე სინდრომი აქვს. მას საქართველოში 5 ოპერაცია ჩაუტარდა. რამდენიმე დღის წინ ოჯახმა ბავშვი რეანომობილით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა. თურქეთში გაბრიელს ვენაში ე.წ. პორტალი ჩაუდგეს, რისი დამსახურებითაც მას 4 დღის განმავლობაში წონის 100-გრამიანი მატება აქვს.

დედის ინფორმაციით, ბავშვს დღეიდან კვების დოზას უზრდიან, თუმცა ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ოჯახს საზოგადოების გვერდში დგომა სჭირდება.

"მოკლედ ასეთი ამბები გვაქვს… გაბრიელის ანალიზის პასუხები მოვიდა და ექიმი გაკვირვებული დატოვა. ძალიან კარგი ანალიზები გვაქვს. მხოლოდ D ვიტამინი გვაკლია, მაგრამ გაბრიელი ამასაც იღებს და მალე ისიც ნორმაში გვექნება…

გაბრიელმა 4 დღის განმავლობაში 100 გრამი მოიმატა.. 2.700 არის ახლა ჯერჯრობით, არანაირი კლება არ გვქონია...

ასევე დღეს კვებას გაუზრდიან, რადგან გაბრიელის ნაწლავმა შეწოვა დაიწყო... ადრე ის წყალივით გამოდიოდა ახლა კი ჩვეულებრივი სქელი მასა გამოდის.

ერთადერთი სამწუხარო რამ, რაც დღეს გავიგეთ, არის კვების ფასი... ერთი ცალი 100$ ჯდება და გაბრიელს თითქმის 2 ცალი სჭირდება 24 საათში..

ერთმა დამიწერა, რას აჩენდი თუ ფული არ გქონდაო, განა რამდენი ფული უნდა ჰქონდეს ჩვეულებრივ ადამიანს რომ ამდენი შეძლოს?

მადლობა, რომ გვერდით მიდგხართ და მეხმარებით. გვიყვარხართ.

ყველა ექიმი ფიქრობს, რომ თუ ყველაფერი ასე წავა, როგორც ახლა მიდის, 6 თვეში საოპერაციოდ ჩამოვიყვანთ...

ამას თქვენს გარეეშე ვერ შევძლებდით დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ეს ბოლო ცდა იყო ჩვენი.

თეო გოჩოლეიშვილის თხოვნით ჩამოვედით აქ და ჯერჯერობით არ ვნანობთ… დიდი მადლობა შენც! ამდენჯერ რომ არ გეთქვა, გინდა თუ არა წამოიყვანეთო, ახლა აქ არ ვიქნებოდით.

საქართველოს ბანკის ანგარიში:

#ge40bg0000000537580007

თბს ბანკის ანგარიში:

#ge28tb7741145064300117" - წერს თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში.